უკვე გავიდა გარკვეული დრო იმისთვის, რომ ინგლისურ ფეხბურთს შეგუებოდით. რით ჰგავს პრემიერ ლიგა ერედივიზს და რით განსხვავდება?
მთავარი განსხვავება იმაშია, რომ პრემიერ ლიგაში უფრო მაღალი ტემპია. ჰოლანდიაში მატჩის დროს არსებობს მომენტი, როცა შეგიძლია საკუთარ თავს უთხრა: კარგი, მოდით რამდენიმე წუთით დავისვენოთ, ბურთი გავაგოროთ." როცა ინგლისში სეზონის დასაწყისში გამოვდიოდი სტადიონზე, სხვაობას ვხედავდი და ძალიან ვიღლებოდი! აქ გაცილებით მაღალი სიჩქარეა.
თამაშის მაღალი სიჩქარე - ეს ინგლისური ფეხბურთის მიმზდიველი მახასაიათებელია?
დიახ. ეს მომწონს და ასევე მომწონს, რომ პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხება. ყველაფერი მაღალ დონეზე და ფეხბურთის სწრაფ ტემპზეა დამყარებული. ჰოლანდიაში ტიტულისთვის 4-5 გუნდი იბრძვის - მათ და სხვა კლუბებს შორის მთელი სივრცეა.
რას იტყვით მანჩესტერზე? როგორ მოგწონთ ცხოვრება სტადიონს მიღმა?
მანჩესტერი მომწონს. ქალაქში ვცხოვრობ და ეს საჩემოა. ამსტერდამშიც ასე იყო. ხალხის ხმაური მიზიდავს. ჩემი მეგობარი გოგონაც კარგად გრძნობს თავს. ქალაქი შესანიშნავია. როცა კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაშინვე ნაკრების რიგებში წავედი, ამიტომ დედაჩემი და ჩემი მეგობარი გოგო მანჩესტერში სახლის საძებნელად გავგზავნე. ვთხოვე ნაპოვნი სახლის ფოტოები გამოეგზავნათ. გვინდოდა, რაც შეიძლება მალე მიგვეღო გადაწყვეტილება, რადგან არ სასტუმროში დიდხანს დარჩენის სურვილი არ გვქონდა. პირადად მე ძალიან ცოტა სახლი ვნახე, ეს საქმე ჩემს მეგობარ გოგოს მივანდე.
მისი არჩევანი მოგეწონათ?
კი, ძალიან!
თანაგუნდელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
შესანიშნავი. ჩემდამი მხარდაჭერასა და რწმენას ვგრძნობ და მინდა მოედანზე გადავუხადო სამაგიერო. მსურს ბევრი ვიმუშავო და ვაჩვენო, რა შემიძლია. აქ თავს კარგად ვგრძნობ, გულშემატკივარს ამის გამო მადლობას ვუხდი.
რას ფიქრობთ გასვლით მატჩებში გულშემატკივართა მხარდაჭერაზე?
დიდებულია, რომ ყოველ გასვლით მატჩში ტრიბუნაზე "იუნაიტედის" ამდენი ქომაგია. რთულია მოძებნო შესაფერისი სიტყვები ამ მხარდაჭერის ჩვენთვის მნიშვნელოვანების აღსაწერად. ჩვენთან არიან ყოველ მატჩზე, სახლში და გასვლაზე. ვფიქრობ, შემიძლია ჩემი გუნდის სახელით ვთქვა: მათი რწმენისთვის შესაფერისად უნდა დავაჯილდოვოთ ყოველ თამაშში.
იმის გათვალისწინებით, რომ არც თუ ძალიან ბევრი გოლი გაგაქვთ, სასიხარულო იყო "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში თვენი გოლების ანგარიშის გახსნა...
დიახ, 2:1 ვმარცხდებოდით. რამდენიმეჯერ ვცადე კარის მიმართულებით დარტყმა, მაგრამ ყველა დაბლოკეს. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეცადა, როცა ბურთი ჩემთან მოვიდა და თავის გამოჩენაც მოვახერხე. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
თქვენს თამაშსა და გუნდში მორგებულ როლში გოლები ჯილდოდ ითვლება?
გოლების გატანას დიდ ყურადღებას არ ვუთმობ, არადა ღირდა! ჩემი მთავარი მიზანი - საგოლე გადაცემების გაკეთებაა და ჩემი პირველი გოლის დროს კარის მიმართულებით პასის გაკეთებას უფრო ვცდილობდი.
თქვენ თქვით, რომ ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობა მოგწონთ. მის სამუშაო მეთოდებში ყველაზე მეტად რა გიზიდავთ?
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველთვის გულწრფელია. როცა მის მოთხოვნილებებსა და იდეებს შეეხება, ყველასთან სამართლიანია. ვფიქრობ, შესანიშნავი უნარია, რადგან ხვდები, რა როლი გეკისრება გუნდში. აი რა მომწონს ვან გაალში ყველაზე მეტად.
როგორ ესაუბრებით თქვენს თანაგუნდელებს?
როცა აქ მოვედი, რობინ ვან პერსი ძალიან დამეხმარა, მაგრამ ინგლისურად კარგად ვლაპარაკობ, ამიტომ ყველასი მესმის, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელის შემთხვევაში აქცენტის გამო საქმე რთულდება! ყველა კარგად მეპყრობა, პირველივე დღიდან კომფორტულად ვიგრძენი თავი.
ბოლო კითხვა. რა არის ყველაზე სასიამოვნო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად ყოფნაში?
ყველაზე სასიამოვნო - მოედანზე გასვლაა. ეს დაუჯერებელი გრძნობა.
წყარო: Carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.