უახლოეს მატჩში, "სანდერლენდის" წინააღმდეგ რადამელ ფალკაო აუცილებლად შეძლებს მონაწილეობის მიღებას და თავის გამოჩენისთვის კიდევ ერთ შანსს მიიღებს.
"სუონსისთან" მატჩში რობინ ვან პერსიმ დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც "ლიბერთი სტედიუმი" ყავარჯნების დახმარებით დატოვა.
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი, ჯეიმს უილსონი კი რეზერვების მატჩში დაშავდა, რომელშიც "წითელი ეშმაკების" მომდევნო მეტოქის ახალგაზრდულ გუნდს უპირისპირდებოდა.
შესაბამისად, კოლუმბიელ ფორვარდს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების კარგი შანსი ეძლევა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფორვარდმა "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა და საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, რის გამოც "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.