ინგლისის ახალგაზრდული პრემიერ ლიგის პირველობაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "სანდერლენდს" სტუმრობდა.
შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
გასულ მატჩთან შედარებით გუნდში სამი ცვლილება განხორციელდა: ჯოშ ჰაროპმა ტრავმირებული ნიკ პაუელის ადგილი დაიკავა, მეკარე ჯოელ კასრტო პერეირამ ანდერს ლინდეგაარდი ჩაანაცვა, ხოლო გუნდის ახალწვეულმა, სადიქ ელ ფიტურიმ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და რაფაელი შეცვალა.
მატჩი რთული ამინდის პირობებში ჩატარდა, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მასპინძლები უფრო უკეთ იყვნენ მზად. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ მე-20 წუთზე მოახერხა თამაშის დალაგება. ლიდერის როლი ანდრეას პერეირამ მოირგო. მოედნის ცენტრში ბურთი წაართვა, მასთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ გაიჭრა და ჯეიმს უილსონს მისცა პასი. ჯეიმსის დარტყმა დაბლოკეს, მაგრამ შემდეგ უეირმა ძელს გაარტყა ბურთი, რომელიც მასთან მივიდა, მეკარემ მოიგერია და ისევ პერეირას დაუბრუნდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით კარის კუთხეში გაიტანა გოლი.
უსისტემო ფეხბურთის ფონზე გასული რამდენიმე წუთის შემდეგ, რომელიც დატვირთული იყო წესების მრავალრიცხოვანი დარღვევებით, "სანდერლენდმა" 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. "იუნაიტედმა" მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა ვერ მოახერხა, რითაც მიკაელ მანდრონამ ისარგებლა და საჯარიმოს კუთხიდან გაიტანა გოლი.
38-ე წუთზე მოედანი ჯეიმს უილსონმა კოჭლობით დატოვა, მის ნაცვლად ეშლი ფლეთჩერი შევიდა. პირველი ტაიმის მიწურულს "სანდერლნედი" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. აღვნიშნოთ, რომ 53-ე წუთზე ტაილერ ბლეკეტმა წითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე შესულმა ფლეთჩერმაც მიიღო ტრავმა და 85-ე წუთზე კელეტმა ჩაანაცვლა.
პერეირას ინდივიდუალური მოქმედებები:
სადიქ ელ ფიტურის პირველი მატჩი:
საბოლოო ანგარიში: "სანდერლენდი" U21 - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 1:1 (1:1)