"იუნაიტედი" ვუნდერკინდით დაინტერესდა.
პორტუგალიური მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაგასა" და "ნასიონალის" თამაშზე სკაუტები გაგზავნა. პრემიერ ლიგის გუნდი გასული სეზონის საქმის დასრულებას გეგმავს და როგორც ჩანს, სერიოზულადაც.
პორტუგალიური გაზეთი A Bola ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ მრავალრიცხოვან კლუბთა რიცხვში შედის, რომლებიც რამდენიმე მატჩის განმავლობაში გზავნიან სკაუტებს. შეხვედრა "ბრაგას" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა, რითაც ევროპის ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ დაიტოვა. A Bola კი ამტკიცებს, რომ ამ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთადერთი ფეხბურთელი, რაფა სილვა აინტერესებდა, რომელმაც მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.
რაფა, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა "ატლეტიკო პოვოენსიში" დაიწყო არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც "პორტუგალიელი აზარი". ედენს თავის დროზე "ბელგიელ რონალდუსაც" უწოდებდნენ, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ სილვა რონალდუსთანაა შედარებული.
2013 წელს გაფორმებული კონტრაქტით სილვას "ბრაგასთან" ჯერ კიდევ სამი წელი აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა დადგენილი არ არის.
რაფათი "საუთჰემპტონიც" ინტერესდებოდა, თუმცა "წმინდანები" მას აღარ აკვირდებიან. დიდი ალბათობით, რაფა სილვას პროგრესირების შემთხვევაში, მას "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ვიხილავთ.
წყარო:
sportwitness