ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტიტულს აუცილებლად მოაგებინებს.
"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის 26 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და ტურნირის ლიდერ "ჩელსის" 13 ქულით ჩამორჩებიან.
მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" თითქმის დაკარგული აქვს ჩემპიონობის შანსი, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ისახავს.
გარდა შიდა ჩემპიონობისა, ვან გაალის გუნდი ინგლისის თასზე მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც "არსენალს" დაუპირისპირდება.
მოურინიო დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონის ტიტულს აუცილებლად მოუპოვებს და თვლის, რომ ამის შანსი მიმდინარე სეზონშიც არსებობს.
"ლუი ფანტასტიური მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. კარგად ვიცნობ, ამიტომ თქმაც შემიძლია.
სანამ ინგლისში გადმოვიდოდა, დიდებული კარიერა მოიწყო. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება იმისთვის, რომ გაიგოს, როგორ არის აქ ყველაფერი მოწყობილი.
დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედს" ჩემპიონობას მოუპოვებს. შანსები მიმდინარე სეზონშიც აქვს.
ამასთან ერთად, ინგლისის თასზე ბრძოლას აგრძელებენ და წარმატების შანსი ძალიან დიდია.
როცა ვან გაალის წარსულს ვუყურებ, ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ ვერ უნდა მოიპოვოს გამარჯვებები ინგლისში." - განაცხადა მოურინიომ.