"ლივერპულის" ლეგენდა, მარკ ლოურენსონი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალს რამდენიმე თვის წინ გააძევებდნენ, ის რომ მოიესი ყოფილიყო.
BBC-ს ექსპერტი და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" სათამაშო სტილიდან გამომდინარე ლუი ვან გაალს იღბლიან კაცად თვლის, რადგან ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს სკამს.
გასულ სეზონში მოიესი კონტრაქტის ამოწურვამდე დაითხოვეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდოდა.
ვან გაალს უკეთესი სატურნირო მდგომარეობა და უფრო მეტი მოპოვებული ქულა აქვს, მაგრამ გულშემატკივარი მისი გუნდის თამაშის სტილით დაღლილი უნდა ჩანდეს.
ლოურენსონი აცხადებს: "იუნაიტედი" მოსაწყენი მგონია და ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მისამართით ამის თქმა შეიძლება.
ვფიქრობ, ეს მწვრთნელის და იმის ბრალია, რომ სურს, ასე ათამაშოს.
ეს წარსულში გვაბრუნებს და ვან გაალი რომ დევიდ მოიესი ყოფილიყო რამდენიმე კვირის, ან შესაძლოა თვის წინაც დაეთხოვათ."