"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი ფიქრობს, რომ ფალკაო შეცდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.
კოლუმბიელი ფორვარდი "იუნაიტედს" სატრანსფერო დედლაინზე შეუერთდა და მისი საიჯარო შეთანხმება ერთ სეზონს ითვლის კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივით.
"მანჩესტერ იუნაიტედს" რადამელის შეძენის სურვილის შემთხვევაში ფეხბურთელში 43.5 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევთ, მაგრამ როგორც ჩანს, 29 წლის ფორვარდი სირთულეებს განიცდის.
"მონაკოს" მწვრთნელი კი თვლის, რომ "იუნაიტედის" ერთ-ერთი კონკურენტი გუნდი ფალკაოსთვის უკეთესი არჩევანი იქნებოდა.
"არ ვიცი, დაუშვა თუ არა შეცდომა იმით, რომ "იუნაიტედში" გადავიდა.
აგვისტოს ბოლოს ვიცოდი, რომ ფალკაო წავიდოდა, მაგრამ მეგონა, სხვა კლუბს აირჩევდა.
ინგლისის სხვა კლუბებსაც სურდათ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" სწორი არჩევანი იყო, რადგან მათ ვან პერსი და რუნი ჰყავთ.
შესაძლოა არც სჭირდებათ "ეშმაკებს" ფალკაო. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ არა ჩემი გადასაწყვეტი.
ვფიქრობ, "ჩელსის", "სიტის" ან "ლივერპულს" უფრო სჭირდებოდათ.
სწორედ "ჩელსიში", "ლივერპულში" ან თუნდაც "რეალში" გადასვლა სჯობდა." - განაცხადა ჟარდიმმა.