ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, GOAL-თან ინტერვიუში განაცხადა რომ, ის და მისი გუნდი გააკეთებენ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია, რათა დაამარცხონ "მანჩესტერ იუნაიტედი" და გავიდნენ FA-ს თასის გათამაშების ნახევარფინალში.
ბოლო დროს, "მეთოფეები" ძალიან უნიათოდ გამოიყურებიან "ეშმაკებთან" მატჩებში, ბოლოს არსენ ვენგერის გუნდმა "წითლები" 2011 წელს დაამარცხა. ამის მიუხედავად ფრანგი სპეციალისტი იმედს არ ჰკარგავს და დიდი სურვილი აქვს ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტოს:
"ეს ძალიან საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება იქნება. ჩვენ ამ გათამაშების თასის მფლობელები ვართ და გვსურს ტიტულის დაცვა.
გასულ წელს, FA-ს თასზე ჩვენ მოგვიწია "ლივერპულის", "ევერტონის" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაში. მათი დამარცხება უნდა იცოდე და შეგეძლოს, თუკი წარმატების მიღწევა გსურს. ახლაც ძალიან კარგი შანსი გვაქვს და იმედი მაქვს ისევ ტრიუმფით დავასრულებთ გათამაშებას."
შეგახსენებთ "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გასამართი სათასო შეხვედრა 9 მარტს თბილისის დროით 23:45 გაიმართება, "ოლდ ტრაფორდზე".