პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც "იუნაიტედის" მხრიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე, ანდერ ერერა მოხვდა. ესპანელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ სათადარიგოთა სკამის "გათბობით" იყო დაკავებული, როგორც იქნა მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და ანდერმა ეს ძალიან კარგად გამოიენა. ერერამ დამსახურებულად მოხვდა 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, გარდა იმისა რომ მან გოლის გატანა მოახერხა, ასევე იხსნა გუნდი 100% გოლისგან და ასევე ძალიან აქტიური იყო მთელი მატჩის მანძილზე.
26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ადრიანი (ვესტ ჰემი).
დაცვა: ბენ მიი(ბარნლი), სანტიაგო ვერჯინი (სანდერლენდი), დენი როუზი (ტოტენჰემი).
ნახევარდაცვა:ანდერ ერერა (მანჩესტერ იუნაიტედი), სამირ ნასრი, დავიდ სილვა (ორივე მანჩესტერ სიტი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), ვიქტორ მოუსესი(სტოკ სიტი).
თავდასხმა: სტივენ ნეისმიტი (ევერტონი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი).
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.