ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სამალი ყველას!
ალბათ შეამჩნევთ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ჩემს ბლოგებს ყოველკვირეულად კითხულობთ, რომ ავტორი ცოტა არ იყოს განაწყენებულია, მარცხის გამო.
კვირა კარგად დაიწყო, FA-ს თასის შეხვედრაში გავიმარჯვეთ და შემდეგ რაუნდშიც გავედით, სადაც ლონდონის "არსენალს" დავუპირისპირდებით - თუმცა ისე არ დასრულდა როგორც ველოდით.
ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვიყავით სამი ქულის მოპოვებასთან, განსაკუთრებით მეორე ნახევრის სტარტზე, როცა თითქმის მთლიანად მეტოქის მოედანზე ვაგორებდით ბურთს, თუმცა შექმნილი შანსები ვერ გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში წინ ანდერის ლამაზი გოლით გავედით, თუმცა "სოუნსის" გაუმართლა, როდესაც შელვის დარტყმული გომისს მოხვდა და ჩვენ კარში აღმოჩნდა.
ზოგჯერ არის თამაშები, რომელშიც გამარჯვებას არ იმსახურებ თუმცა მაინც აღწევ მიზანს, თუმცა სხვა დროს იღბალი ზურგს გაქცევს. ვფიქრობ საქმე სწორედ ამაშია - ეს ფეხბურთია.
ახლა ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, პირიქით წამოვდგეთ და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, "ოლდ ტრაფორდზე" დავამარცხოთ "სანდერლენდი". როგორც აქამდე ვამბბობდი, თამაშების მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთავარი კონკურენტები არც ერთ შეცდომას არ გვპატიობენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ისეთი დაძაბულია, როგორც არასდროს. ახლა სეზონის ყველაზე საინტერესო და დაძაბული ეტაპი იწყება, ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ შედეგის მისაღწევად.
დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გისურვებთ ბედნიერ კვირას.
გეხვევით.
ხუანი.
წყარო:
manutd.com