თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2015, 19:28
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2279,
კომენტარები: 8
"გლოვის დრო არ არის"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სამალი ყველას!

ალბათ შეამჩნევთ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ჩემს ბლოგებს ყოველკვირეულად კითხულობთ, რომ ავტორი ცოტა არ იყოს განაწყენებულია, მარცხის გამო.

კვირა კარგად დაიწყო, FA-ს თასის შეხვედრაში გავიმარჯვეთ და შემდეგ რაუნდშიც გავედით, სადაც ლონდონის "არსენალს" დავუპირისპირდებით - თუმცა ისე არ დასრულდა როგორც ველოდით.

ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვიყავით სამი ქულის მოპოვებასთან, განსაკუთრებით მეორე ნახევრის სტარტზე, როცა თითქმის მთლიანად მეტოქის მოედანზე ვაგორებდით ბურთს, თუმცა შექმნილი შანსები ვერ გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში წინ ანდერის ლამაზი გოლით გავედით, თუმცა "სოუნსის" გაუმართლა, როდესაც შელვის დარტყმული გომისს მოხვდა და ჩვენ კარში აღმოჩნდა.

ზოგჯერ არის თამაშები, რომელშიც გამარჯვებას არ იმსახურებ თუმცა მაინც აღწევ მიზანს, თუმცა სხვა დროს იღბალი ზურგს გაქცევს. ვფიქრობ საქმე სწორედ ამაშია - ეს ფეხბურთია.

ახლა ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, პირიქით წამოვდგეთ და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, "ოლდ ტრაფორდზე" დავამარცხოთ "სანდერლენდი". როგორც აქამდე ვამბბობდი, თამაშების მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთავარი კონკურენტები არც ერთ შეცდომას არ გვპატიობენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ისეთი დაძაბულია, როგორც არასდროს. ახლა სეზონის ყველაზე საინტერესო და დაძაბული ეტაპი იწყება, ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ შედეგის მისაღწევად.

დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გისურვებთ ბედნიერ კვირას.

გეხვევით.

ხუანი.


წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
8 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
23 თებერვალი 2015 19:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ათამაშეთ ეს კაცი! სანდერლენდი მართლა თარსი გუნდია და ამ ბოლო დროს სულ გვიჭირს თამაში. სამსახურში დამცინიან და "სანდერლენდას" მეძახიან უკვე, მერამდენედ წავაგეთ ამ თარსს კატებთან მართლა. შურის ძიების დროა :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 თებერვალი 2015 19:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რუნი ფორვარდად ! და უკან მატა !
0
№3
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2015 21:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენჯერაც სუონსიმ შეგვიტია იმდენჯერ სახიფათო მომენტი შეიქმნა. მაგათთან ბურთი რომ გვეჭირა და უპირატესობა გქვონდა ეს სასიხარულოა და მოულოდნელი? ან რა უპირატესობა, 20 კუთხური რო ჩავაწოდეთ და აქედან ერთი მომენტიც ვერ შევქმენით? იყო მომენტები და იასნია უნდა გვქონოდა კიდეც, წნორის მილანი ხო არაა ბუბლიკ yuno
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2015 21:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფელაინის რომ დააყენებ გამთამაშებლად და ამას არა, არ მიკვირს, რომ ფანტაზიის ნაკლებობა გვქონდა გუშინწინაც, ტრადიციულად. ლივერპულის მოგებამ კიდევ უფრო გაგვირთულა გუშინ საქმე და წინ დიდი ბრძოლა გველოდება, განსაკუთრებით მომდევნო ორ თვეში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: გაბადაძე
23 თებერვალი 2015 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Imedia felains zamenaze mosvams da shen gatamashebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2015 03:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როდის ვეღირსებით ამის თამაშს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 10:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
chudikone,

რომელ სამსახურში? lol


ისე რა გიკვირთ როცა მატა გყავს გუნდში და ფელაინს აყენებ ფლეიმეიკერად და მატას სკამზე წაგების ღირსი ხარ აბა რა ხარ.
0
№8
ავტორი: ezywa
16 ივნისი 2016 02:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top