"მიუნხენის ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ფალკაოს ნაცვლად ვიხილოთ. "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ პოლონელი თავდასხმელის ანგარიშზე 20 ჩატარებულ მატჩში 10 გატანილი გოლია. იგი ფალკაოს შემცვლელად მოიზრება, რომელიც არც თუ ისე კარგ სეზონს ატარებს "იუნაიტედში". კოლუმბიელის ანგარიშზე 16 ჩატარებული მატჩი და მხოლოდ 4 გოლია.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა არ არის კმაყოფილი ფალკაოს შედეგით, რომელიც "მონაკოს" საკუთრებაშია და იჯარის წესით "იუნაიტედის" ღირსებას იცავს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 43 მილიონს უდრის.
"იუნაიტედი" არ აპირებს მის დატოვებას და ალტერნატიულ შემცვლელად ლევანდოვსკის მოიაზრებენ. ინგლისური გრანდი მზადაა ლევანდოვსიკიში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადასახდელად. "ბაიერნში" გადასვლამდე პოლონელს "იუნაიტედს" ხშირად უკავშირებდნენ, თუმცა მან გერმანული კლუბი არჩია.
ასევე ცნობილია, რომ რადამელ ფალკაოს შეძენითაა დაინტერესებული "მადრიდის რეალი'.