შაბათს, 21 თებერვალს გაიმართა პრემიერ ლიგის მატჩი 18 წლამელთა მონაწილეობით, სადაც ერთმანეთს "დერბი ქაუნთის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის წევრები ხვდებოდნენ. შეხვედრას ისეთი პირი უჩანდა, თითქოს და ფრე, 0-0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშემ, ოლივერ რაზბონმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ბოლო წუთზე და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი კი გვთავაზობს ვიდეოს, სადაც აღნიშნული გოლია ასახული.