"ლიბერთიზე" განცდილი მარცხის ანალიზი.
5. ჩაწოდების დროს ფელაინი ახლო ძელთან უნდა იმყოფებოდეს.ვნახეთ, როგორ მოიგერია და დაიჭირა ფაბიანსკიმ რამდენიმე ჩაწოდება და ამას თავისი მიზეზი აქვს. ქვემოთ გადაღებული სქრინი 34-ე წუთს ასახავს. დი მარია საჯარიმოში პასის გაკეთებას აპირებს. ანხელი ცაციაა და ზედა ლურჯი ისარი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ბურთი ფელაინისთან. ფაბიანსკი ამ ბურთს იოლად აიღებს, თუ გადაცემა იდეალური არ იქნება.
ფეხბურთელი, რომელიც ჩაწოდებას ახორციელებდა, მარჯვენა ფეხით მოთამაშე რომ ყოფილიყო (მხედველობაში მყავს ეშლი იანგი), მაშინ შორეული ძელი - ფელაინისთვის სწორი პოზიცია იქნებოდა, რადგან ბურთი ასეთ დროს ქვედა წყვეტილი ლურჯი ისრის მიმართულებით წავა.
ეპიზოდი 36-ე წუთზე. დი მარია ისევ აწვდის პასს ფელაინის, ბელგიელი კი კვლავ შორეულ ძელთან დგას. არც ერთი ჩაწოდება წარმატებული არ გამომდგარა.
69-ე წუთზე ვალენსია ფელაინის აწვდის, რომელიც ისევ შორეულ ძელთან დგას. ეს პასი მარუანამდე ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო მიდის: ვალენსია ჩაწოდების დროს ბურთს არ ახვევს. უბრალოდ ურტყამს მას და ბურთიც საბოლოოდ მარუანს მისდის და არა ლუკაშ ფაბიანსკის.
ნათელია, რომ ეს არის კომბინაცია, რომელზეც ვან გაალი ვარჯიშებზე მუშაობდა. ფელაინი ერთი თავით მაღლა დგას "სუონსის" მცველებზე, საჰაერო ორთაბრძოლას მარტივად მოგება უნდა შეეძლოს. ეს მართებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ შაბათს არ გაამართლა. "სუონსის" კარში რომ ყოფილიყო მეკარე, რომელიც გამოსვლებზე ნაკლებად თამაშობს... სწორედ ამისთვისაა საჭირო მატჩის წინ მოწინააღმდეგე გუნდის ანალიზი. ზემოთქმულს დავუმატოთ, რომ მომეჩვენა, ვან გაალმა ფელაინის თავისი ადგილმდებარეობის შეცვლის საშუალება უნდა მისცეს, რათა ჩაწოდებები სხვადასხვაგვარი იყოს. მარუანს ნამდვილად შეეძლო ერთი ძელიდან მეორემდე გადაადგილებულიყო და არა ერთ ადგილზე მდგარიყო.
6. დი მარიას სიზარმაცემატჩის განხილვის დროს, "სუონსის" მეორე გოლი გამოვტოვე, რადგან შენიშვნებით გავერთე. შემდეგ დავინახე: საკუთარი შეცდომის გამო დავისაჯეთ.
72-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთს ვკარგავთ. ლურჯი ფერით დი მარია მოვხაზე, შავით - ჩვენი სხვა ნახევარმცველები - ფელაინი, ბლინდი, ერერა. დაიმონდით ვთამაშობდით (ნუ, მეტ-ნაკლებად), და დი მარია წითელი ფერის ისრის მიმართულებით უნდა გაქცეულიყო, რათა ტაქტიკას ემუშავა. სხვა ნახევარმცველები მიახლოებითი სიზუსტით იმყოფებიან თავიანთ პოზიციებზე (ბლინდმა და ერერამ ადგილები გაცვალეს). ეს სქრინი აჩვენებს, როგორ დაარღვია დი მარიამ ბალანსი.
წამის გასვლის შემდეგ "სუონსის" ფეხბურთელი ჩვენს კარს კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხოლო დი მარია ჯერ კიდევ ელოდება რაღაცას. მისი შეყოვნების გამო, ჩვენი გუნდის სხვა ნახევარმცველები მარჯვნივ იწევენ, რათა ანხელის შეცდომა გამოასწორონ. ამ დროს კი შელვი (წითელი რგოლით მოხაზული) მარცხნივ თავისუფალია.
შემდეგ კი მოხდა ეს... და ჩვენ მატჩი წავაგეთ.
სამწუხაროდ, სწორედ ამის გამო აყენებს რუნის ვან გაალი ნახევარდაცვაში, ხოლო ანხელი შეტევაში მოქმედებს. რამდენადაც არ უნდა გვძულდეს რუნის ექსტრემალური ამპლუა, დი მარიას ადგილზე ის რომ ყოფილიყო, ასეთ შეცდომას არასდროს დაუშვებდა.
დასკვნებიკარგით, მოდით ვიმედოვნოთ, რომ მარცხი გაგვაძლიერებს და "სანდერლენდთან" თამაშისთვის მოვემზადებით. მჯერა, რომ დაცვის საცოდავობის მიუხედავად, ასეთი ტაქტიკით თამაშს გავაგრძელებთ და რუნის თავდასხმაში ვნახავთ. ამ მარცხისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ და დაცვა გავაძლიეროთ, არათუ მთლიანად დაცვით ფეხბურთზე გადავერთოთ.
წყარო:
carrick.ru