დეილი ბლინდმა აღიარა, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის როლით მოხარულია.
"რა თქმა უნდა, ჰოლანდიისა და ინგლისის ჩემპიონატებს შორის დიდი განსხვავებაა. აქ თამაშის დონე ძალიან მაღალია. ინგლისში თამაშის დროს შენს თავს ვერ ეტყვი: "მე შესვენებამდე დარჩენილი 10 წუთის განმავლობაში პაუზას ავიღებ.(იცინის)"
"ძალიან მომწონს, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი - მაღალი მაჩვენებელია. ასევე მომწონს ის, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგის სტატუსისა, გამარჯვების მიღწევა ნებისმიერი დონის კლუბს შეუძლია. ნიდერლანდებში ჩემპიონობისათვის 4-5 გუნდი იბრძვის, დანარჩენები კი მათ კლასით ჩამორჩებიან."
"მომწონს მანჩესტერი. მისი ქუჩები. თავად ქალაქი, ძალიან ლამაზია. როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, იძულებული გავხდი გუნდთან ერთად მოსამზადებლად წავსულიყავი. თან დედა და ჩემი მეგობარი გოგონაც წავიყვანე ჩემთვის ახალი ქალაქის სანახავად. მათ მანჩესტერი ძალიან მოეწონათ."-აცხადებს დეილი