ლუი ვან გაალის გუნდი ნახევარდაცვაში სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თავად განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდში ნახევარმცველის დამატებას ეცდება, რამეთუ ბალანსი არ აკმაყოფილებს.
"ლაციოს" ფეხბურთელით პსჟ-ც ინტერესდება და 29 წლის არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 8 მლნ. ფუნტს წარმოადგენს.
ფრანგული კლუბისგან განსხვავებით, "იუნაიტედი" ბილიას შეძენას ზამთარში ცდილობდა, მაგრამ რომაულმა კლუბმა თავის ფეხბურთელს წასვლის საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს გუნდის რიგებში ლუკასმა 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.