თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 08:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1666,
კომენტარები: 6
რუნი: "ასეთი თამაშის შემდეგ 0 ქულა - დარტყმაა"
უეინ რუნი მატჩის შემდგომ.
რუნი:
უეინ რუნი "ლიბერთი სტედიუმზე" ნაჩვენები შედეგით განაწყენებულია, სადაც მისმა გუნდმა მეტოქის მეკარეს ნამდვილი გამოცდა ჩაუტარა, თუმცა 1 გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა.

შეხვედრის 28-ე წუთზე ანდერ ერერამ "იუნაიტედი" დააწინაურა, თუმცა "გედებმა" 2 წუთში საპასუხო გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმში "იუნაიტედის" დომინირების მიუხედავად, ჯონჯო შელვის შორეულ გასროლას, რომელსაც ბაფიტემბი გომისმა თავი დაუხვედრა, დავიდ დე ხეამ ვერაფერი მოუხერხა და "წითელი ეშმაკები" 2-1 დამარცხდნენ.

შედეგად, ისტორიაში პირველად, "სუონსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთ სეზონში ორი მატჩი მოუგო.

"რა თქმა უნდა, რთულად გადასატანია. მეორე ტაიმში, გოლამდე ვფიქრობდი, რომ მოედანზე ვდომინირებდით და შესანიშნავი გოლიც გავიტანეთ. ძალიან გამიცრუა იმედი გაშვებულმა გოლმა, რომელიც ჩვენ მიერ გატანიდან მალევე გავიდა.

შესვენებაზე იმაზე ფიქრით გავედით, რომ თამაში შეგვეძლო. მეორე ტაიმში დიდი პრობლემები შევუქმენით, მაგრამ შემდეგ 30 იარდიდან გასროლით დარტყმა მოგვაყენეს. ეს ყველაფერი მოხდა და ჩვენთვის იმედგაცრუების დღე გამოდგა.

პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა რომ შეგვენარჩუნებინა, "სუონსი" უფრო წინ წაიწევდა და სივრცეებს შეგვიქმნიდა. როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობდი, რომ ვდომინირებდით, მაგრამ შესაძლოა მეკარეს საკმარისი გამოცდა არ ჩავუტარეთ მანამ, სანამ გოლი გაგვიტანეს, სწორედ ეს იყო იმედგაცრუება ჩვენს თამაშში.

თამაში ცალმხრივი იყო და ეს მოედანზე დროის გარკვეულ პერიოდში იგრძნობოდა. ზეწოლის ქვეშ მოვაქციეთ, მაგრამ საჯარიმოს კარგად იცავდნენ, რასაც ბურთისთვის სხეულის დახვედრებით აღწევდნენ. ითამაშო ასე და სახლში 0 ქულით დაბრუნდე - ეს დარტყმაა.

აუცილებელია მომდევნო კვირაში "აღსვდგეთ" ჯერ კიდევ უამრავი თამაშია წინ და ამას თავი მალე უნდა დავაღწიოთ, უნდა ვეცადოთ კიდევ ერთი წარმატებული სერია გვქონდეს და კარგ პოზიციაზე დავრჩეთ, რათა ოთხეულში ადგილი შევინარჩუნოთ."
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 10:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთხელ მაინც დაგერ*** გუშინ, რა იქნებოდა? გოლის მომენტში სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შემდეგ იყო რამდენიმე მომენტი, როცა უბრალოდ ზურგით ტრიალდებოდა კარისკენ. საყრდენად ყოფნის დროს მიეჩვია ეტყობა პასების კეთებას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Shako Jones
22 თებერვალი 2015 11:37
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რუნიზე მაგრად შესრულება მაინც არ გამოუვა არავის :)))) კლუბები 1 ძლიერ ფეხბურთელზე აწყობენ მთელ გუნდს და ჩვენ პირიქით.
0
№3
ავტორი: DiMaria
22 თებერვალი 2015 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჯერ კიდევ უამრავი თამაშია წინ და ამას თავი მალე უნდა დავაღწიოთ, უნდა ვეცადოთ კიდევ ერთი წარმატებული სერია გვქონდეს


აპრილის კალენდარს რომ ვუყურებ მაგრად მეეჭვება ასე მოხდეს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2015 17:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა უპირატესობა? ან რომელი მომენტები შევქმენით? რამდენჯერაც შეტევა გააკეთეს იმდენეჯრ სახიფათო მომენტი შექმნეს. ერთხელ ერერამ გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან

უპირატესობა როგორც ყოველთვის ბურთის უაზროდ გორაობაა და კუთხურები
0
№5
ავტორი: AkkRed
23 თებერვალი 2015 11:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უპირატესობა ბურთის ფლობაში და ძაან ცუდ კუთხურებში გამოიხატებოდა. ისე ლესტერის გარდა ამ სეზონში ვინმესთის გაგვიტანია კუთხურიდან გოლი?
0
№6
ავტორი: Mufc7
23 თებერვალი 2015 17:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უნდა ვეცადოთ, კიდევ ერთი წარმატებული სერია გვქონდეს და კარგ პოზიციაზე დავრჩეთ, რათა ოთხეულში ადგილი შევინარჩუნოთ

ქულების განიავების დრო აღარაა angry თან რა თამაშები გვიწევს ახლა angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top