22-02-2015, 08:00
ნანახია: 2416,
კომენტარები: 11
ვან პერსიმ ტრავმა მიიღო
ჰოლანდიელი დაშავდა.
ვან პერსიმ "სუონსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო.
ჰოლანდიელი თავდამსხმელი ჩაწოდების დროს დაშავდა, როცა მისი გუნდის შეტევის წამოწყებას აპირებდა.
ვან პერსი მოედანზე დარჩა, რამეთუ სამივე ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდა მის თანამემამულეს, მაგრამ სტადიონი ყავარჯნების დახმარებით დატოვა.
ვან გაალმა განაცხადა:
"მოედანზე 10 კაცით დავრჩით, რადგან ვან პერსის ტრავმის მიღების შემდეგ სირბილი აღარ შეეძლო, მაგრამ მაინც ვდომინირებდით."წყარო:
manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.