"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარტინ კიოუნმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს.
"მე მძულს "იუნაიტედი"? ეს დიდი სისულელეა. დიახ, "პრესტონთან" მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდზე ნამდვილად კრიტიკული ტონით ვისაუბრე, თუმცა ეს მხოლოდ მათი თამაშით იყო გამოწვეული. რომელ კლუბსაც არ უნდა გულშემატკივრობდეთ გსურთ, რომ ამ კლუბმა მაქსიმუმი აჩვენოს. "იუნაიტედი" კი ამას არ აკეთებს."
"მე ობიქეტური ვარ და ვფიქრობ, ეს ფეხბურთის ექსპერტთა მთავარი თვისებაა. როცა "იუნაიტედს" პრობლემა აქვს, მე ამაზე ვსაუბრობ. მერწუმენთ, ისინი საუკეთესოები იქნებიან და პრემიერ ლიგის ტიტულს კვლავ დაეუფლებიან. ხოლო როცა ეს მოხდება, მე ამ წარმატებას მათ პირველი მივულოცავ."
"მე ერთ-ერთი ვარ იმ "არსენალის" ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი, ვინც "იუნაიტედის" გასახდელში შევიდა და მათ 1998 წელს ინგლისის თასიდან გამოვარდნის შემდეგ ხელი ჩამოართვა. პროფესიონალიზმს მე ყოველთვის პირველ ადგილას ვაყენებ. ბევრი ამბობს, რომ მე "იუნაიტედი" მძულს და ვან ნისტელროისა და ჩემს ეპიზოდს იხსენებენ." - აცხადებს კიოუნი