ცნობილია, რომ "მილანის" ჰოლანდიელმა ჩამშლელმა ნაიჯელ დე იონგმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შეთანხმებას მიაღწია.
ნაიჯელის მიმდინარე კონტრაქტი მილანურ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება. ჰოლანდიელი "სან სიროზე" დარჩენის თანახმაა, თუ კლუბი მას სამ წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და კვირაში 70 ათას ფუნტს გადაუხდის. თუმცა "მილანი" დე იონგის ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არ არის, მით უმეტეს თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საგზურს მომავალ სეზონშიც ვერ მოიპოვებს . ამჟამად "როსონერი" სერია ა-ში 11-ე ადგილს იკავებს.
ჰოლანდიური გაზეთი De Telegraaf-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი საკუთარ თანანმემამულეს მანჩესტერში გადმოსვლასთან დაკავშირებით უკვე შეუთანხმდა. ყველაფერი კი ზაფხულში გაირკვევა.
ვან გაალი ზაფხულში კლუბის მნიშვნელოვნად გაძლიერებას ეცდება. გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები 30 წლის ნახევარმცველის რამოდენიმე თამაშსაც კი აკვირდებოდნენ. ტრანსფერის განხორციელებას ვან გაალისა და დე იონგის ურთიერთობაც უწყობს ხელს. ნაიჯელს, პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. იგი "მილანში" გადასვლამდე, 3 წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.