თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2015, 17:26
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1475,
კომენტარები: 0
ვან გაალს თავდამსხმელთა შედეგიანობა არ ანაღლვებს
ვან გაალი ფალკაო-პერსის დუეტზე საუბრობს.
ვან გაალს თავდამსხმელთა შედეგიანობა არ ანაღლვებს
ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს დუეტის ეფექტურობა დიდად არ აწუხებს.

"წითელმა ეშმაკებმა" უკანასკნელი 19 მატჩიდან, მხოლოდ ერთ თამაშში დამარცხდნენ, თუმცა ვან გაალი საკუთარ გუნდს პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თავდამსხმელები სერიზული პრობლემების წინაშე დგანან.

ვან პერსიმ და რადამელ ფალკაომ წლის დასაწყისში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანეს. მათი თამაში კი უკვე დიდი ხანია კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. თუმცა, ვან გაალი თვლის, რომ გოლი-როგორც ფორვარდებისთვის, ასევე მთელი გუნდისთვისაც დიდი პრეროგატივაა.

"მე არ ვგავარ ჩვეულებრივ მწვრთნელებს და სულაც არ მანაღვლებს ვინ გაიტანს გოლებს. როცა ჩემს მცველებს აკრიტიკებდნენ ვთქვი, რომ მცველების გარდა კარს მთელი გუნდი იცავს."

"როგორც თავდაცვა იწყება შეტევიდან, ასევე იწყება შეტევა თავდაცვიდან, რომელიც ჩვენი მეტოქის საჯარიმომდე მიგვიყვანს."
-ციტირებს ვან გაალის სიტყვებზე ESPN

წყარო: Fapl.ru
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top