"მანჩეტსერ იუნაიტედი” ინტერესს გამოხატავს ”ბენფიკას” მცველის, ეზეკილ გარაის მიმართ. სერ ალექს ფერგიუსონმა გაგზავნა სკაუტი, რომელიც შეთავაზებს 15 მილიონ ფუნტს მცველის სანაცვლოდ პორტუგალიურ კლუბს. თავის მხრივ, ”ბენფიკამ” არგენტინელი წინა წელს შეიძინა ”რეალისგან”.
”ბენფიკას” მცველით ასევე იტალიის ჩემპიონი, ”იუვენტუსი” ინტერესდება.ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მანკუნიანელებს პრობლემები აქვთ დაცვაში. ვიდიჩს ტრავმა აწუხებს და წელს მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, რიო ფერდინანდსაც ბოლო წლებში აწუხებდა ტრავმები. გარაი უნდა გახდეს რიოს შემცვლელი თუ იგი წლის ბოლოს კლუბს დატოვებს.ეზეკილს 11 თამაში აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში.