კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ აპრილში გასამართი სამი მატჩის დრო შეიცვალა.
manutd.com-ზე მითითებულია, რომ მანჩესტერული დერბი, რომელიც 11 აპრილს უნდა გამართულიყო, 16 საათის შემდეგ დაიწყება. ასევე "ჩელსის" წინააღმდეგ გასვლითი მატჩი, გაიმართება 18 აპრილს მანჩესტერის დროით 17:30 საათზე.
ასევე შეიცვალა "ევერტონის" წინააღმდეგ თამაშიც. მანჩესტერელები მერისაიდელებს 26 აპრილს, 13:30 საათზე დაუპირისპირდებიან.