თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2015, 13:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1717,
კომენტარები: 9
შოუ: "შურისძიება გვინდა"
ლუკ შოუ "გედების" დასამარცხებლად მზადაა.
შოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ მზადაა "სუონსის" მიმდინარე სეზონის პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო რევანში აუღოს.

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლუი ვან გაალს პირველი სამი ქულის მოპოვების იმედი ჰქონდა, მაგრამ "გედებს" სულ სხვა გეგმები ამოძრავებდათ და გილფი სიგურდსონისა და კი სუნ-იუნგის გოლების წყალობით "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მოიპოვეს.

"სუონსიმ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო და "ოლდ ტრაფორდზე" დაგვამარცხა, რის გამოც შურისძიება გვინდა.

ვიცით, რამდენად კარგები არიან. პასებით თამაში მოსწონთ და კარგი შედეგებიც აქვთ, მაგრამ აქვთ ცუდიც - საკუთარ მოედანზე "ჩელსისთან" მათი მატჩი ვნახეთ, სადაც 5-0 დამარცხდნენ.

ეს არის თამაში, რომელსაც პოზიტიურად ვუყურებთ. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ და ამის შედეგეს ვიხილავთ."


როცა "სუონსის" წინააღმდეგ დაცვის შესახებ ჰკითხეს, შოუმ უპასუხა: "ყოველთვის კარგია საკუთარი ძალის გამოცდა, როცა ირგვლივ საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მახსოვს "სუონსის" წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული მატჩი, როცა პრემიერ ლიგაში დებიუტი მქონდა, ასე რომ, ვიცი რას წარმოადგენენ და ამას მოუთმენლად ველოდები."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2015 14:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ შურისძიებაა კარგი თამაშით და ანგარიშით მოვახერხოთ მაშინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
21 თებერვალი 2015 14:20
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სვარკით თამაში და მოგება შურისძიება არ იქნება, ნორმალურად ითამაშონ და მიაღწიონ შედეგს. მარტო შედეგი ხომ არ არის ცოტა სანახაობაც უნდა იყოს.
0
№3
ავტორი: Wardell
21 თებერვალი 2015 14:36
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
როდის მოუმატებ ლუუკ ისე, რომ ნახევრად მაინც ამართლებდა გაღებულ ავანსებს :((( თითქოს შარშან შენი ტყუპისცალი თამაშობდა და წელს სულ სხვა ვიღაც არის ჩვენთან.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
21 თებერვალი 2015 15:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დამთავრდა კემბრიჯებთან და პრესტონებთან მატჩები. მაგათთან ისე გაჭირვებით მოვიგეთ თუ კიდე ეგ ფეხბურთი ვითამაშეთ არამგონია მოგების დიდი შანსი გვქონდეს. ეხლა უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები იწყება და ქულების დაკარგვა არ შეიძლება
0
№5
ავტორი: VaRdo
21 თებერვალი 2015 15:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერთი თქვენი წესერი თამაში მაჩვენა 90 წუთის მანძილზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Mufc7
21 თებერვალი 2015 16:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მაგრამ აქვთ ცუდიც - საკუთარ მოედანზე "ჩელსისთან" მათი მატჩი ვნახეთ, სადაც 5-0 დამარცხდნენ.

ჩვენ 6–0 დავამარცხოთ 3d_8 lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
21 თებერვალი 2015 16:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია გაგვახარებთ და თამაშს ითამაშებთ და არა ბალაგანს
0
№8
ავტორი: Amazing Redman
21 თებერვალი 2015 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
ნამდვილად არმინდა წინასწარ რამე ვთქვა, თუმცა მჯერა რო სასურველ შედეგს მივაღწევთ.
0
№9
ავტორი: DiMaria
22 თებერვალი 2015 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იმიტომ მოუ***ნი კარგის ცენზურა ფლანგიდან ყველას არა? bully
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top