თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2015, 10:56
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1692,
კომენტარები: 9
როხო: "მოედანზე არ ვნერვიულობ"
მარკოს როხო საკუთარ თავზე საუბრობს.
როხო:
მარკოს როხო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლის დღიდან თავს ოჯახის წევრივით გრძნობს.

"მოსვლის პირველი დღიდან კლუბში, ისტორიაში და მწვრთნელის სურვილებში ჩავეფლე. ეს ჩემი პირველი სეზონია და ვფიქრობ, კარგად მოვერგე. მოხარული ვარ იმით, თუ რამდენად სწრაფად დავიმკვიდრე ადგილი."

მიუხედავად იმისა, რომ კლუბში მოსვლის საწყისი პერიოდი ტრავმებით იყო დატვირთული, როხომ ბოლო პერიოდში ვან გაალის გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხა.

"ვიცი, რომ ბევრი რამის გაუმჯობესება უნდა შევძლო. ლიგისა და ჩვენი მოწინააღმდეგეების ხასიათს უკეთ უნდა გავეცნო. ამის მისაღწევად კი ბევრს ვმუშაობ."

მარკოსის თამაშმა "წითელი ეშმაკების" დაცვის ხაზის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა და მისი დამსახურებაცაა ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგაში სტატისტიკურად ერთ-ერთი გამორჩეული დაცვა ჰყავს.

"სულაც არ ვნერვიულობ. შესაძლოა მატჩამდე და მატჩის შემდეგ ცოტა ნერვიულობა მეტყობა, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავდივარ, ყველაფერი ქრება." - განაცხადა როხომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
21 თებერვალი 2015 11:46
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მეიმედება არგენტინელის. ყველაზე საიმედო ალბათ სწორედ რომ როხოა დღევანდელ იუნაიტედის დაცვაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: DiMaria
21 თებერვალი 2015 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა ვიცი, კაი იგროკია მარა ჯერ ნაადრევია ამაზე იმედის ქონა
0
№3
ავტორი: Wardell
21 თებერვალი 2015 14:38
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ კომპანის დონის მცველი გახდება. მთავარია პოზიციური თამაში გამოასწოროს, თორე ერთი-ერთზე ლიგაში საუკეთესოა სისწრაფის და აგრესიის ხარჯზე. ზურგით მყოფ შემტევებსაც კარგად მეურვეობს და არ ერიდება ვარდნებს რაც ძალიან მომწონს.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
21 თებერვალი 2015 15:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მისი დამსახურებაცაა ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგაში სტატისტიკურად ერთ-ერთი გამორჩეული დაცვა ჰყავს.


derpstare areyoukiddingme derpwhy
0
№5
ავტორი: VaRdo
21 თებერვალი 2015 15:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არა და რასაც ვუყურებ ყველაზე კარგი მცველი მართლა ეს გვყავს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: AkkRed
21 თებერვალი 2015 16:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
1 სეზონი რომ ყოფილიყვნენ ვიდიჩი ან რიო ამისგან ძაან მაგარი კედელი გამოვიდოდა
0
№7
ავტორი: Goginashvili777
21 თებერვალი 2015 16:34
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
თუმცა მაინც გვჭირდება ჰუნელსი ან ვარანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Mufc7
21 თებერვალი 2015 16:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგაში სტატისტიკურად ერთ-ერთი გამორჩეული დაცვა ჰყავს.

3d_10
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2015 19:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ ნერვიულობ, მაგრამ კი მიქარე ერთი დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top