"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ფილ ჯონსი "სუონსისთან" მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.
ინგლისის ნაკრების მცველი "ბარნლისთან" მატჩში დაშავდა და "პრესტონთან" შეხვედრის გამოტოვების შემდეგ შაბათის მატჩისთვის მზად იქნება.
ჯანმრთელადაა რობინ ვან პერსიც და როგორც მოსალოდნელია თამაშს მოახერხებს "ლიბერთი სტედიუმზე", სადაც შარშან დუბლით გამოიჩინა თავი.
"ჯონსი და ვან პერსი სათამაშოდ მზად არიან. ტრავმირებული მხოლოდ კერიკია. ვფიქრობ, მომდევნო კვირაში ჯგუფთან ერთად უნდა ივარჯიშოს. ამას ველოდები, მაგრამ წინასწარ არასდროს იცი. უნდა მოიცადო და ნახო." - განაცხადა ვან გაალმა.