პატრის ევრამ თამამი განცხადება გააკეთა რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი კრისტიანუ რონალდუ კარგად თამაშობს ფეხბურთს ვიდრე ლიონელ მესი.
„რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, იგი უკეთესია ვიდრე მესი.ეს იმიტო კი არა რომ იგი ჩემი მეგობარია და მე მასთან ერთად მითამაშია ეს იმიტომ რომ მას შეუძლია მოედანზე ყველაფერის გაკეთება.
მესი შესანიშნავად თამაშობს მაგრამ ამ ყველაფერს რონალდუ თავისით აკეთებს. მადრიდში მას შეუძლია გაიტანოს გოლები თავისით. ბარსელონაში ამას სამი ფეხბურთელი აკეთებს : მესი, ჩავი და ინიესტა.“
ევრა მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგი 1/8 ფინალს და მას იმედი აქვს რომ რონალდუ მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს. „იმედი მაქვს იგი ჩემს ფლანგზე ითამაშებს. მან იცის ჩემი სუსტი წერტილები. მე ვიცი იგი როგორ შევაჩერო. მე ვიცი რომ შედეგი მან ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს, მაგრამ მე გპირდებით ეს ძალიან გაუჭირდება.“