თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2015, 14:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1272,
კომენტარები: 0
როხო: "მოედანზე არ ვნერვიულობ"
მარკოს თავს კარგად გრძნობს.
როხო:
მარკოს როხო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლის დღიდან თავს ოჯახის წევრივით გრძნობს.

"მოსვლის პირველი დღიდან კლუბში, ისტორიაში და მწვრთნელის სურვილებში ჩავეფლე. ეს ჩემი პირველი სეზონია და ვფიქრობ, კარგად მოვერგე. მოხარული ვარ იმით, თუ რამდენად სწრაფად დავიმკვიდრე ადგილი."

მიუხედავად იმისა, რომ კლუბში მოსვლის საწყისი პერიოდი ტრავმებით იყო დატვირთული, როხომ ბოლო პერიოდში ვან გაალის გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხა.

"ვიცი, რომ ბევრი რამის გაუმჯობესება უნდა შევძლო. ლიგისა და ჩვენი მოწინააღმდეგეების ხასიათს უკეთ უნდა გავეცნო. ამის მისაღწევად კი ბევრს ვმუშაობ."

მარკოსის თამაშმა "წითელი ეშმაკების" დაცვის ხაზის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა და მისი დამსახურებაცაა ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგაში სტატისტიკურად ერთ-ერთი გამორჩეული დაცვა ჰყავს.

"სულაც არ ვნერვიულობ. შესაძლოა მატჩამდე და მატჩის შემდეგ ცოტა ნერვიულობა მეტყობა, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავდივარ, ყველაფერი ქრება." - განაცხადა როხომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top