ეზეკიელ გარაი მზადაა "ზენიტი" "მანჩესტერ იუნაიტედში" გაცვალოს, რათა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ადგილი შეინარჩუნოს.
28 წლის ფეხბურთელის სახელს "ოლდ ტრაფორდს" ძლიერ უკავშირებდნენ, როცა "ბენფიკას" რიგებს ტოვებდა.
გარაიმ რუსეთში არსებული უკეთესი ხელფასი ამჯობინა, მაგრამ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის საქმე გეგმის მიხედვით არ წარიმართა.
მედიის ცნობით, ხერარდო მარტინო მზადაა არგენტინის ნაკრებიდან ეზეკიელი მოკვეთოს, რადგან პრაქტიკას დაბალი დონის ლიგაში იღებს.
ამით კი შეუძლია "იუნაიტედმა" ისარგებლოს და ფეხბურთელში £18.5 მლნ. გადაიხადოს. არგენტინელის გაშვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს "ზენიტიც", რომელმაც ჰალკს ახლახანს გაუფორმა ახალი კონტრაქტი.