მაიკლ კერიკის კონტრაქტს შესთავაზებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი ახალ 12 თვიან კონტრაქტს მიიღებს.
ვეტერანი ფეხბურთელი ნოემბერში მუხლის ტრავმის მოშუშებისა და დაბრუნების შემდეგ ვან გაალის გუნდის უცვლელი წევრი გახდა.
მაგრამ კიდევ ერთმა ტრავმამ, ამჯერად კუნთოვანმა, კერიკის სეზონს სერიოზული ზიანი მიაყენა.
მიუხედავად ამისა, "იუნაიტედს" კერიკის გაშვება არ სურს და "ოლდ ტრაფორდზე" მისი დატოვების გარანტიისთვის მოქმედ კონტრაქტს, რომელიც ივნისში იწურება, განაახლებს.
კერიკი, რომელიც ამჟამად კვირაში £130,000 იღებს, თავისი მომავლის შესახებ საუბრისას დარჩენის სურვილს გამოთქვამს.
და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 33 წლის ფეხბურთელი 12 თვიან კონტრაქტს მიიღებს.
ვან გაალი და მისი ასისტენტი, რაიან გიგზიც კერიკის დიდი თაყვანისმცემლები არიან, ამიტომ მის შენარჩუნებას შეეცდებიან.
წყარო:
dailymail