მარკო როისმა ყურმილს არ უპასუხა.
სანამ მარკო როისი დორტმუნდის "ბორუსიასთან" ახალ კონტაქტს გააფორმებდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ფეხბურთელთან სატელეფონო კავშირის დამყარებას ცდილობდა, მაგრამ წარუმატებლად.
როისის წინა კონტრაქტი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 20 მლნ. ფუნტს ასახელებდა, რომელიც ძალაში ზაფხულში შედიოდა. ამის გამო, მარკო პრემიერ ლიგის თითქმის ყველა გრანდის სატრანსფერო სამიზნედ ითვლებოდა.
თებერვლის დასაწყისში კი 25 წლის ნახევარმცველმა თავისი მომავლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს წერტილი დასუვა, რამეთუ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
როგორც Bild-ი იტყობინება, კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვან გაალი როისთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მარკო ყურმილს არ იღებდა.
წყარო იმასაც იტყობინება, რომ როისს მოლაპარაკება არც ერთ სხვა კლუბთან არ უწარმოებია.
ვან გაალის გარდა, გერმანელმა პსჟ-ს მდიდარ ხელმძღვანელობასაც განუცხადა უარი, რომლებიც პარიზში როისის ჩასაყვანად თვითმფრინავის გასაგზავნად მზად იყვნენ.
წყარო:
fapl.ru