ფილ ნევილმა დაადასტურა, რომ თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედს" "პსჟ"-ს ფრანგი ნახევარმცველის ბლეს მატუიდის შეძენა სურდა.
"თავის დროზე, ჩვენ მისი გაფორმება ნამდვილად გვსურდა. გავიგეთ, რომ პსჟ-სთან მისი კონტრაქტი ძალიან მალე იწურებოდა და ამით დავინტერესდით, თუმცა ფრანგმა ძალიან მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამით მოხარულები არ ვიყავით."
"იუნაიტედი" მას გასულ სეზონში აკვირდებოდა. მატუიდი საკუთარ და მეტოქის საჯარიმოებში კარგად მუშაობს და გუნდს დიდ ენერგიას მატებს."-განაცხადა ნევილმა