ლინდეგაარდი ვარჯიშის შესახებ საუბრობს.
ვარჯიშის რომელი ნაწილით იღებთ ყველაზე მეტ სიამოვნებას?როცა ჩვენ პატარა, მაღალი ინტენსივობის თამაშებს ვთამაშობთ, ეს ვარჯიშის საუკეთესო ნაწილია. როცა შობაზე ბევრი მატჩის ჩატარება გვიხდება, ვარჯიშების უმრავლესობა ტაქტიკაზეა გათვლილი, მაგრამ ხანდახან მაღალი ინტენსივობის თამაშებსაც ვთამაშობთ. სწორედ ამისგან ვიღებ უდიდეს სიამოვნებას.
რამდენად სერიოზულად უდგებით თითოეული თქვენგანი ასეთ თამაშებს?ძალიან სერიოზულად. ასეთი თამაშები ძალიან რთულია - ხალხს გამარჯვება სურს და თანაც კარგად. დიდებულია მათში მონაწილეობის მიღება.
ვინ გაიტანა საუკეთესო გოლი რომელიც ოდესმე გინახავთ - შეგიძლია აღწერო?ალბათ რობინმა, ან უაზამ.
ვინ არის ყველაზე კონკურენტუნარიანი?რაფაელი, ისევე როგორც რუნი.
როგორია კერინგტონის სავარჯიშო ბაზის აღჭურვილობა იმ ბაზებთან შედარებით, სადაც აქამდე გიხდებოდათ ვარჯიში?რამდენიმე პატარა კლუბში ვყოფილვარ, ასე რომ, თითქმის არ შეიძლება შედარება. დიდებული სავარჯიშო კომპლექსია, აქ ყველაფერი გვაქვს - ფანტასტიკური ფიტნეს აღჭურვილობა, დიდებული მოედანი, სპორტული მეცნიერების დეპარტამენდი, დეკორაციების ოთახი. ყველაფერი იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნო და მატჩისთვის მოემზადო.
თანაგუნდელებიდან ვის შეიყვანდი შენს 5 კაციან გუნდში?უეინს, რობინს, მაიკლ კერიკს და ხუან მატას.
წყარო:
manutd.com