ოთხშაბათს გამართული დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ვან გაალს გაფრთხილება მისცეს "კემბრიჯთან" მსაჯის მისამართით გაკეთებული კომენტარის გამო და მოსთხოვეს საფეხბურთო ასოციაციის წესებს პატივი სცეს.
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის პირველი მატჩის შემდეგ ვან გაალმა მსაჯის მისამართით კომენტარი გააკეთა, რის გამოც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მას მსაჯის პროფესიონალიზმში დაეჭვება დასდო ბრალად.
თუმცა ვან გაალმა განაცხადა, რომ მხედველობაში სულ სხვა რამ ჰქონდა. შედეგად, აპელაცია შეიტანა და საქმის განხილვა მისი თანდასწრებით მოხდა, სადაც გადაწყდა, რომ ლუი არავითარ ფულად ჯარიმას არ მიიღებდა და საფეხბურთო ასოციაცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.