"ოცნების თეატრს" 105 წელი შეუსრულდა.
19 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედი" იუბილეს აღნიშნავს - "ოლდ ტრაფორდი" 105 წლის გახდა.
ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კლუბი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ "ნიუტონ ჰიტს" უწოდებდნენ, კლეიტონში მდებარე "ბენკ სტრიტიდან" ახალ ადგილზე გადაბარგდა.
მას შემდეგ დაარსებული ახალი სტადიონი, რომლის პროექტირება შოტლანდიელმა არქიტექტორმა, არჩიბალდ ლეიტჩემმა მოახდინა, "წითელი ეშმაკების" ახალი სახლია. სახლი, რომელიც სერ მეტ ბასბის და სერ ალექს ფერგიუსონის ტრიუმფის თვითმხილველი გახდა.
1920: ხედი ტრიბუნიდან
1945: ბომბამ სტადიონი დააზიანა. ფოტო გადაღებულია მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ
1960: გოლის გატანის მცდელობა. ხედი "ოლდ ტრაფორდის" გაზონიდან
1963: ჯონი ჰილზი დონ რევისთან ერთად "ოლდ ტრაფორდს" ტოვებს.
1972: "დერბი ქაუნთისთან" მატჩამდე შეკრებილ გულშემატკივართა ბრბო
1967: "ოლდ ტრაფორდის" რეკონსტრუქციის დროს ტყეების გაჩეხვა
1973: ხედი გარედან
1975: მატჩის დაწყებამდე სტადიონზე მისული ქომაგი
"სტრეტოფრდ ენდის" რეკონსტრუქციის დროს მაღლიდან გადაღებული ფოტო
1993: ხედი გარედან
1995: ახალი სამდონიანი ტრიბუნის კონსტრუქცია.
1996: სამუშაოს დასრულება
ჩვენი დრო, ხედი მაღლიდან