"პრესტონის" მეკარემ ტორსტენ შტუკმანმა უეინ რუნის თერთმეტმეტრიანი გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი საჯარიმოში ინგლისელს საერთოდ არ შეხებია.
"თამაშის შემდეგ, უეინი ჩემთან მოვიდა და მითხრა: "ამის გამო ვწუხვარ, თუმცა თერთმეტმეტრიანის დანიშნვის შანსი მომეცა და ეს მე გამოვიყენე."
"მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ეჭვი მეპარება, რომ ასეთ სიტუაციაში მოედანზე საპირისპირო ხდება. სიმართლე გითხრათ, თერთმეტმეტრიანი ჩვენს სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო."-განაცხადა შტუკმანმა