თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 19:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 7
საა რუნისა და ფალკაოს შესახებ
ლუი საა "იუნაიტედის" ფეხბურთელებზე საუბრობს.
საა რუნისა და ფალკაოს შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუი საა მიიჩნევს, რომ უეინ რუნი მოედანზე ნებისმიერ პოზიციას მოირგებს.

მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" კაპიტანს მოედნის ცენტრში და ნახევარდაცვის ფლანგზე ხშირად უხდებოდა თამაში, რაც განხილვის საგანი გახდა.

საა ამის შესახებ აცხადებს: "გაკვირვებული ვარ იმით, რომ რუნი თავდასხმაში არ თამაშობს. მას შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე ეფექტური და მიმზიდველი ფეხბურთი აჩვენოს, მაგრამ თავდამსხმელად გაცილებით უკეთესია.

სთხოვენ ითამაშოს ყველან, რადგან ეს ნამდვილად შეუძლია. ის იმდენად მაღალი დონის ფეხბურთელია, რომ გუნდში ნებისმიერი მოთხოვნის შეთავსება შეუძლია. უეინი "იუნაიტედის" ფეხბურთელია და თუ სთხოვენ სხვადასხვა პოზიციაზე იმოქმედოს, ამას გააკეთებს."


თუ რუნის მიერ გატანილი 9 გოლი შესაძლოა მიტევებული იქნეს, რადამელ ფალკაოს პრობლემები ინგლისურ ფეხბურთში ნათელია.

მაგრამ საას, რომელსაც "იუნაიტედში" ხშირად ჰქონდა ტრავმები, ძალიან მოსწონს ფალკაო, რომელმაც ასევე ზაფხულში უმძიმესი ტრავმა მოიშუშა.

"ძალიან რთულია. შენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია. შენ ფეხბურთელი ხარ და თამაში გსურს, მაგრამ ფიზიკურად და მენტალურად ფორმის აღსადგენად ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იშრომო.

უნდა დაიბრუნო თავდაჯერება და მოთამაშეებთან ურთიერთგაგება. ეს კი ძალიან რთულია. გუნდთან ერთად მთელი თავდაჯერებით უნდა იმუშავო. როცა მე ვბრუნდებოდი ტრავმის შემდეგ, მყავდა თანაგუნდელები, რომელთაც ყოველ კვირაში გაჰქონდათ გოლები. ამიტომ ნაკლები ზეწოლა მქონდა.

ფალკაოს მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და არც ეჭვი მეპარება მასში. ვიცი, რამდენად რთულია თავდამსხმელობა. ამ კლუბში ყოველთვის დიდი კონკურენცია იყო. როცა შენ ხარ კლუბში, სადაც ერთი ან ორი თავდამსხმელია და აუცილებლად დაიწყებ თამაშს, სრულიად განსხვავებულია, მაგრამ "იუნაიტედში" ასე არ ხდება. ეს ბრძოლაა.

ფალკაო ზეწოლის ქვეშაა მისი კონტრაქტის სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ მას ნამდვილად აქვს ხარისხიანი საქმის გასაკეთებლად შესაბამისი დონე."
- დაასრულა საამ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
18 თებერვალი 2015 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ექ ფაკაო ფალკაო წადი ინდოეთში ან ჩინეთში ფეხბურთს პოპულარიზაციას მაინც გაუწევ 43 მილიონს და 300 ათასად კვირაში სხვაგან არ გადაიხდიან . 16 მილიონი და 150 ათასი კვირაში არის ამის მაქსიმუმი
0
№2
ავტორი: NUGI
18 თებერვალი 2015 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
რუნი თავდასხმაში აუცილებელია
0
№3
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 21:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მაგრამ თავდამსხმელად გაცილებით უკეთესია" !!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 21:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის ჩვენს ნებისმიერ ფორვარდზე მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია გუნდისთვის, მარა რატომღაც ფლანგზე და დაცვაში ურჩევნიატ რომ ათამაშონ
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
18 თებერვალი 2015 22:15
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ფეხბურთელმა რომელმაც ამხელა ტრამვა გადაიტანა და რომელიც პირველად თამაშობს ინგლისში,რაგინდათ რო ყველა თამაშI გოლები ყაროს და ეგრევე მოერგოს პრემიერლიგას? ეს კაცი არაა გასაშვები,მომდევნო სეზონში ამას ვერავინ გააჩერებს. 33 წლის ხდება პერსი უკვე და 20 წლის ვილსონი გვყავს. ვის იმედზე ხართ მომდევნო წელს?
0
№6
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2015 00:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფეხბურთელმა რომელმაც ამხელა ტრამვა გადაიტანა და რომელიც პირველად თამაშობს ინგლისში,რაგინდათ რო ყველა თამაშI გოლები ყაროს და ეგრევე მოერგოს პრემიერლიგას?


სეზონი მთავრდება სადაცაა და უცებ ჰქვია ამას? ან რომ დატოვონ და 43 მლნ. გადაიხადონ, რა გარანტიაა, რომ ასეთივე ფორმაში არ იქნება. თანაც, ამის პრობლემა მხოლოდ გოლების გატანაა? რადგან ფალკაოა იმიტომ არ უნდა დავიტოვოთ, ფეხბურთელებს შედეგის გამო უნდა ყიდულობდე და არა სახელის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
19 თებერვალი 2015 12:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლაშამ არ ნახოს თქვენი კომენტარები თორე უფრო გადაირევა lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top