თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 17:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1747,
კომენტარები: 5
საა: "თავდამსხმელებმა მეტი გოლი უნდა გაიტანონ"
ლუი საა თავდასხმის ხაზს აკრიტიკებს.
საა:
ლუი საა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი თავდასხმა გოლებთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდის.

ფრანგი ფეხბურთელი "იუნაიტედში" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობდა.

2004 წლის იანვარში 12.8 მლნ. ფუნტად "ფულჰემიდან" სერ ალექსის მიერ მოყვანილ ყოფილ ფეხბურთელს სჯერა, რომ "წითელი ეშმაკების" ფორვარდებს გოლების გატანა უჭირთ.

"საინტერესოა. გუნდში არიან დიდი სახელის მქონე დიდებული ფეხბურთელები და არანაკლებ დიდებული პოტენციალი ჯეიმს უილსონის სახით.

მათ უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანონ და ამაზე იმუშავებენ. თუმცა პროგრესს ნამდვილად ვხედავ.

შესაძლოა, როცა მე ვთამაშობდი გოლის გატანა უფრო ადვილი იყო, რადგან გუნდები ნაკლებად ორგანიზებულნი იყვნენ. ახლა კი თითოეული გუნდი რთულად დასამარცხებელია. ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერი თამაშის მოგება.

ლიგა იგივე არ არის, რაც 6 წლის წინ იყო. მაშინ მხოლოდ ოთხი გუნდი იბრძოდა. ეს ვიყავით ჩვენ, "არსენალი", "ჩელსი" და ხან ვინ, ხან ვინ. ახლა გაცილებით მეტი გუნდია."
- განაცხადა ლუი საამ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 16:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგა იგივე არ არის, რაც 6 წლის წინ იყო. მაშინ მხოლოდ ოთხი გუნდი იბრძოდა. ეს ვიყავით ჩვენ, "არსენალი", "ჩელსი" და ხან ვინ, ხან ვინ. ახლა გაცილებით მეტი გუნდია


ეხლა მარტო ორი გუნდი იბრძვის. ძველი არსენალისგან არაფერია დარჩენილი და იმედია ჩვენც მაგ დღეში არ ჩავვარდებით.
0
№2
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 16:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
და ხან ვინ, ხან ვინ.
lol lol

ისე სიმართლეს იძახის, ყველაფერში ვეთანხმები.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2015 16:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აბა, აბა. ჩვენთვის თუ ასეა და ჩვენი თავდამსხმელებისთვის ჭირს გოლი გატანა, სხვისთვის არაა იგივე? შენ გუნდის ორგანიზება და დაცვა თქვი, თორემ თავდამსხმელს ბევრი რამ შეუძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 17:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახლა კი თითოეული გუნდი რთულად დასამარცხებელია. ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან.

ჩვენი არასტაბილური ფორმისა და სუსტი თამაშის ფონის შემხედვარე თითოეულ გუნდთან შეხვედრის მეშინია ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: ilo571
19 თებერვალი 2015 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ცოტაც მოიცა ვსე უსტროიტსია, გავძლიერდებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top