თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 12:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1559,
კომენტარები: 5
ევანსი: "კრიტიკა არ მაკვირვებს"
ჯონი ევანსს კრიტიკა არ უკვირს.
ევანსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ჯონი ევანსს მისი გუნდის მისამართით მოსმენილი კრიტიკა არ აკვირვებს, რამეთუ მიაჩნია, რომ გუნდი უკეთეს და სანახაობრივ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს.

ყველა ტურნირის მასშტაბით გამართულ უკანასკნელ 19 შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 1 მარცხი განიცადეს.

ეს ფაქტი და ასევე ის, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, აკავებს კრიტიკას, რომელსაც ლუი ვან გაალის გუნდის თამაშის ხარისხი იმსახურებს.

"იუნაიტედის" ლეგენდამ, პოლ სქოულზმაც კი უწოდა ყოფილი გუნდის თამაშს მოსაწყენი. ევანსი ასეთი სახის კრიტიკით გაკვირვებული არ არის, მაგრამ მიაჩნია, რომ "წითლები" პროგრესირებენ.

"არა, გაკვირვებული არ ვარ. ვფიქრობ, ჩვენ, ფეხბურთელებმა ვიცით, რომ უკეთ თამაშიც შეგვიძლია. მწვრთნელს კი სურს, რომ უფრო მიმზიდველი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ვფიქრობ, ჩვენ პროგრესს ვხედავთ. თამაში ამას ადასტურებს. სეზონის დასაწყისში კარგად ვერ ვთამაშობდით და საჭირო შედეგებს ვერ ვიღებდით, მაგრამ მწვრთნელმა ჩვენი ორგანიზება შეძლო და ყველამ იცის რა ევალება.

ვფიქრობ, როცა ამას გავამყარებთ, სიამოვნების მინიჭებასაც შემდეგ მოვახერხებთ. როცა ბურთის დაჭერა დაბლა შეგვეძლება და თვითრეალიზებას მოვახდენთ, სწორედ მაშინ გახდება ფეხბურთი სანახაობრივი."
- განაცხადა ევანსმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2015 12:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ, ჩვენ პროგრესს ვხედავთ. თამაში ამას ადასტურებს
\

რომელი თამაში? ბოლოს როდის გვაჩვენეთ უმაღლესი ხარისხის და ერთ დონეზე კარგად ჩატარებული მატჩი. ხან ერთ ტაიმს ვთამაშობთ, ხან ვერც ერთს. ბურთს სანამ არ გავუშვებთ, მანამდე ვაგორავებთ, ეგაა პროგრესი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 13:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

შენს პარალელი გაავლა ბოლო 2 სეზონი, მგონი მართლა არის პროგრესის დიდი რეგრესის შემდეგ. ჩვეულებრივად რომ შეხედო, როგორც "მანჩესტერის" თამაშს საშინელებაა, მაგრამ წინა წლისნ მანჩესტერიდან განსხვავებით წელს არის რაღაც მაინც. ელემენტარულური გუნდს თამაშის შეცვლა შეუძლია და არ ნებდნებიან.
0
№3
ავტორი: chudikone
18 თებერვალი 2015 16:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არადა ფერგის ბოლო სეზონში მაგრად ჰქონდა მომატებული, ეხლა მგონი სმოლინგიც სჯობია და ვაფშე ყველა მცველი იუნაიტედში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 16:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სეზონის დასაწყისში კარგად ვერ ვთამაშობდით და საჭირო შედეგებს ვერ ვიღებდით

ვარსკვლავებს არც ახლა ვწყვეტთ თამაშის მხრივ ,თან თვალებს ვითხრით და ნერვებს ვიგლეჯავთ wink ზოგჯერ გამართლება,ზოჯერ ის და ეს და კი ვართ მესამე ადგილზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 16:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თამაშის ხარისხს ვინღა ჩივის ოთხეული მაინც დავდოთ ამ წელს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top