"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ კლუბის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მენჯის ტრავმა მიიღო და შესაძლოა "სუონსისთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტრავმის გამო არგენტინელმა დეკემბრისა და იანვრის გასაყარზე სამი მატჩი გამოტოვა.
"იუნაიტედის" სამედიცინო შტაბი შიშობს, რომ დი მარიას რეციდივი აღენიშნება.
Goal-ის მტკიცებით, დი მარიას მონაწილეობა "ლიბერთი სტედიუმზე" გასამართ მატჩში ეჭვქვეშ დგას.
თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საეჭვოა. დაზიანებები აღენიშნებათ ფილ ჯონსსა და მაიკლ კერიკსაც.
უნდა აღინიშნოს, რომ დი მარიას დაკარგვა ნამდვილი პრობლემა იქნება "იუნაიტედისთვის". უკანასკნელ შეხვედრებში მან თითქმის დაიბრუნა ჩვეული ფორმა და გუნდის თითქმის ყველა შეტევა მასზე გადის.