თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 04:56
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 1753,
კომენტარები: 8
უეინ რუნის განცხადება
პრესტონთან მატჩში დანიშნული პენალტის შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, უეინ რუნიმ კომენტარი გააკეთა.
უეინ რუნის განცხადება
უეინ რუნიმ "პრესტონთან" დანიშნული პენალტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა, რომელშიც მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს ბოდიში მოუხადა.

ინგლისელმა ფორვარდმა ინგლისის თასის მატჩის მიმდინარეობისას "პრესტონის" მეკარის სახიფათო ვარდნის შემდეგ ვარდნის სიმულირება მოახდინა, რის შედეგადაც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა მასპინძლების კარში. სწორედ ამ სიმულირების გამო, უეინ რუნიმ ტორსტენ სტაკმანს ბოდიში მოუხადა.

მატჩის დასრულების შემდეგ "იუნიატედის" კაპიტანმა ხელი ჩამოართვა და სტაკმანს. მათ მოკლე საუბარში ჩანდა ინგლისელი ფორვარდის მონანიების მანიშნებელი მიმიკა, რის შემდეგაც ტორსტენმა, რომელიც ვარდნის გამო მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათით დასაჯა, მეგობრულად გაუღიმა მანჩესტერის ვარსკვლავს.

"პრესტონის" ინფორმატორმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ უეინ რუნიმ მეკარეს შემდეგი სიტყვები უთხრა: "ვწუხვარ, მაგრამ დავინახე როგორ გამოხვედი და ვეცადე თავი ამერიდებინა."

უეინ რუნის განცხადება


იყო თუ არა მეკარესა და რუნის შორის კონტაქტი? - ფაქტია , არა ! - თუმცა რუნის საქციელს ამართლებს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონი, რომელიც თვლის, რომ "პრესტონის" მეკარე სახიფათო ვარდნას ასრულებდა და რუნი უბრალოდ ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.

ჰოჯსონის აზრს იზიარებს ფილ ნევილიც. ზემოთ ხსენებულებისგან განსხვავებით, სხვა აზრი აქვს გარი ლინეკერს, რომელიც თვლის, რომ რუნიმ აღნიშნულ ეპიზოდში ისიმულიანტა, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ "პრესტონის" მეკარე სახიფათო ვარდნას ახორციელებდა.

წყარო : Mirror.co.uk
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
18 თებერვალი 2015 07:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ტვინი უნდა ბურღონ ეხლა ამ ერთი მომენტის გამო ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Best 7
18 თებერვალი 2015 08:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ar sheeshvebian axla
0
№3
ავტორი: dachi_mu
18 თებერვალი 2015 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ro ar shexebia arafes@nishnavs didad ra.fexei awia da moarida torem tramvas akidebda..mitumetes arc burtze utamashia mekares...mag drros 100-idan 100 shemtxvevashi penaltia... Au dzaan metyoba maanches fani ro var xo? :D :D :D :D
0
№4
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 10:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთავარია კაცმა აღიარა, დანარაჩენები რას იტყვიან ეგ უკვე მეორეხარისხოვანია
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2015 12:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ იყო და ლუის გრძელი პასების შესახებ კომენტარებით შეჭამეს ტვინი, ახლა რუნია მოდაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 16:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიეცათ მთელი თვის სალაპარაკო areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 16:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ შეგვარჩინონ ერთი პენალტი wink
0
№8
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2015 12:20
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
პრესა გვიტრაკებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top