"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მოუთმენლად ელოდება ინგლისის თასზე "პრესტონის" დამარცხების შემდეგ "არსენალთან" დაპირისპირებას.
კენჭისყრამ ლუი იმით დააკმაყოფილა, რომ მისი გუნდის სახელი პირველად ამოიღეს, რაც თამაშის სახლში ჩატარების საშუალებას იძლევა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახლში ვთამაშობთ. ინგლისის თასზე ჩემი რწმენით ეს უმნიშვნელოვანესია, ასე რომ, მოხარული ვარ "არსენალის" წინააღმდეგ სახლში თამაშის საშუალებით." - განაცხადა ვან გაალმა "პრესტონთან" მატჩის შემდგომ.
თუმცა ვან გაალი სულაც არ ელოდება, რომ ადვილი მატჩი ექნება, ან "მეთოფეების" დამარცხების შემთხვევაში ტიტულს აუცილებლად დაეუფლება.
"ინგლისის თასზე ყველა მატჩი რთულია, რადგან თითოეული გუნდი მზად არის ყველაფერი გაიღოს. ამ რაუნდშიც ნახეთ, რამდენმა უკეთეს დონეზე მყოფმა გუნდმა წააგო. აე რომ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სახლში თამაში - პირველად მიმდინარე გათამაშებაში." - დაასრულა ლუიმ.