"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ეშლი იანგი მოხარულია, რომ "პრესტონთან" მატჩში გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა და ინგლისის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ეშლი იანგმა რადამელ ფალკაო მეორე ტაიმში შეცვალა და ამ დროისათვის "იუნაიტედი" უკვე მარცხდებოდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ძალები მოიკრიბეს და შეხვედრის პირველი გოლი სწორედ ეშლისსაგოლე გადაცემის შემდეგ გავიდა.
"ვაჩვენეთ ის მებრძოლი სული, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ერთბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით, მაგრამ მატჩში დაბრუნება მოვახერხეთ.
იმედგაცრუება იყო გოლის გაშვება იმის გათვალისწინებით, რა პოზიციებიც გვქონდა. მატჩის წინ ვთქვით, რომ მეოთხედფინალში გასვლა გვინდოდა და ეს გავაკეთეთ, ასე რომ, მოხარულები ვართ.
მწვრთნელმა მითხრა, რომ როცა შევიდოდი გადაადგილება უნდა მომეხდინა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სისტემით ვითამაშოთ, რომელიც მას სურს და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც სხვადასხვა ფორმაციით შეუძლია თამაში.
შევამჩვნიე, რომ პირველმა გოლმა დიდი გავლენა მოახდინა და თითქოს მის გატანას საუკუნე დასჭირდა, მაგრამ რადგან პირველი გავიტანეთ, შემდეგში ზეწოლა გავზარდეთ და მეტის გატანა მოგვინდა. რაც შეეხება მარუანს, ნამდვილად არ მინდა მის წინააღმდეგ ვითამაშო, რადგან ის დაცვისთვის ძლიერი თავისტკივილია და ეს დღესაც აჩვენა. მოხარული ვარ მის გამო მას შემდეგ, რაც დღეს გააკეთა, ამას იმსახურებდა.
უეინი ვარჯიშებზე პენალტებზე მუშაობს და როცა დაინიშნა, შეგეძლოთ უკვე გეთქვათ, რომ მას გაიტანდა. ამას კვირების განმავლობაში ვხედავდით და მოხარული ვარ, რომ თავის გამოჩენა მოახერხა.
სიმართლე გითხრათ, გვიხარია, რომ მომდევნო ეტაპის მატჩს სახლში ვმართავთ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, უკვე ტურნირის ბოლო ეტაპს ვუახლოვდებით. დარწმუნებული ვარ, თუ ისეთ თამაშს ვაჩვენებთ, როგორიც შეგვიძლია, მომდევნო ეტაპზე გავალთ. გამარჯვება გვინდა და ვნახოთ რა მოხდება." - განაცხადა ვან გაალმა.