მეორე ტაიმის დასაწყისში სკოტ ლეირდისგან გოლის მიღების შემდეგ, მატჩის ბედის შემოატრიალება სწორედ ანდერ ერერამ დაიწყო, რომელმაც სამიდან პირველი გოლი გაიტანა. ანდერს მიაჩნია, რომ შედეგის მიღწევაში გულშემატკივარს დიდი წვლილი მიუძღვის.
"გულშემატკივარი ყოველთვის ფანტასტიურია და ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. დღეს აქ, "პრესტონის" სტადიონზე დიდებულად გამოიყურებოდნენ. რთულ პერიოდში მხარს გვიჭერდნენ და ამის გამო მოხარულები ვართ. სწორედ მათი დამსახურებით მოვიგეთ, რადგან პირველი გოლის შემდეგ უდიდესი მუხტი მოგვცეს."
"დიპდეილზე" რთული ბრძოლა მარუან ფელაინისა და უეინ რუნის გოლებმა დაასრულა. მომდევნო ეტაპზე კი "იუნაიტედი" "არსენალს" შეხვდება.
"ტურნირზე მონაწილეობას ვაგრძელებთ და შემდეგი "არსენალია", რომელიც ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და დიდებული სულისკვეთება გვაქვს, რაც დღესაც ვაჩვენეთ. ძალიან კარგი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გვყავს, გაუმჯობესებას ვაპირებთ." - განაცხადა ანდერ ერერამ.