როგორც მოგეხსენებათ სერ ალექსის ფეხბურთელები კვირას გაემგზავრებიან უელსში, ლიბერთი სტადიუმზე სადაც ჩაატარებენ მორიგ მატჩს პრემიერ ლიგის ეგიდით. ჯონი ევანსი იმედოვნებს, რომ სუონსის თამაშის სტილი წითლებს დაეხმარება გამარჯვების მოპოვებაში. მას შემდეგ რაც მოიპოვეს პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება, უელსელებმა ბევრი გულშემატკივრის გული მოიგეს მათი კარგი პასებისა და აქტიური პრესინგით თამაშის წყალობით. მაგრამ ევანსი თვლის, რომ ეს სტილი მათთვის ნაცნობია და ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პარასკევს ახალი კონტრაქტზე მოაწერა ხელი, თვლის, რომ შაბათს ისინი ჩემპიონატში რიგით მერვე მოგებას ჩაიწერენ გასვლით მატჩებში . "სუონსიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა" განაცხადა ევანსმა "მე მათი რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი ტელევიზორში და ისინი ძალიან კარგ თამაშს აჩვენებენ" "როცა მათ მწვრთნელი შეიცვალეს, ხალხი ფიქრობდა, რომ ისინი შეცვლიდნენ თავიანთ სტილს. მაგრამ მათ შეინარჩუნეს. შესაძლოა ისინი კიდევ უფრო ზუსტები არიან და ისინი ისევ ბევრ გოლს იტანენ. მათ უვართ პასების კეთება." "თქვენ თუ მათ შეხედავთ ისინი ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ. მათ უყვართ ბურთის შენარჩუნება და გადაცემების გაკეთება, რასაც ხშირად ვერ ნახავთ პრემიერ ლიგაში." "ეს სტილი ჩვენ შეგვეფერება, ჩვენ მიჩვეულები ვართ ესეთ თამაშს ევროპულ ტურნირებზე." ევანსს არცერთი მატჩში არ მიუღია მონაწილეობა წინა წელს სუონსის წინააღმდეგ, თუმცა რთულ გამოცდას ელის. მან ასევე გააფრთხილა ფანები, რომ უელსურ გუნდს სავარაუდოდ ბურთის ფლობაში უპირატესობა ექნებათ. "სუონსის დიდი ხნის განმავლობაში ექნებათ ბურთი" განუცხადა ევანსმა manutd.com-ს "მაგრამ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ფორმაცია. ბოლო დროს ჩვენ ვითვლებოდით გუნდათ, რომელიც კონტრ შეტევებზე თამაშობს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ბურთის დაჭერა და გოლების გატანა." "მე ვიყავი სათადარიგო სკამზე როცა ჩვენ მათ წინააღმდეგ გასვლით თამაშში 1-0 მოვიგეთ, თუმცა მათ ერთი ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება რთული თამაში, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. ამ თამაშს მოუთმენლად ველით."