მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
უქმეები უცნაურად გავიდა, რადგან მატჩი არ გვქონია და ახალ კვირას მომდევნო ორი თამაშით ვიწყებთ, რომლებიც ჩვენგან კარგ თამაშს მოითხოვს, რათა წარმატებას მივაღწიოთ.
"ბარნლის" დამარცების შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ამ მატჩმა აჩვენა, რომ ნებისმიერმა გუნდმა, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა პოზიციაზე იმყოფება, შეიძლება შეგიქმნას სირთულეები და შენს სტადიონზეც კი. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს, მაგრამ სმოლინგის თავურებისა და ვან პერსის პენალტის წყალობით გამარჯვება მოვახერხეთ.
სწორედ ასეთი დამოკიდებულებით უნდა წარვსდგეთ "პრესტონის" წინააღმდეგ, თუ გვინდა, რომ ინგლისის თასის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდეთ. თითოეული ჩვენგანი მოხარულია იმით, რომ შეგვიძლია ამ ტურნირზე რაღაც კარგს მივაღწიოთ და შევეცდებით თასი აღვმართოთ. მაგრამ ამისკენ ნაბიჯ-ნაჯიბ უნდა ვიაროთ და მხოლოდ კონკრეტულ რაუნდზე მოვახდინოთ კონცენტრაცია.
მომდევნო მეტოქეების შესახებ მცირედი წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ინგლისის ლიგაში "პრესტონ ნორტ ენდი" ერთი-ერთი გამორჩეული გუნდი იყო და ერთხელ მარცხის გარეშეც კი დაასრულეს ტურნირი. ჩვენ "დიპდეილზე" ვთამაშობთ, რაც საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს (სტადიონს რეკონსტრუქცია ახლახანს ჩაუტარდა.)
მათი საშინაო სტადიონი 1975 წლიდან არის... ეჭვგარეშეა, ამ გუნდს აქვს ისტორია, რის გამოც მომწონს ინგლისური ფეხბურთი. თუმცა, ისინი წარსულით არ ცხოვრობენ: პირველ ლიგაში კარგ პოზიციაზე იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, სურთ, რომ ისტორიას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" კარგი თამაში შემატონ.
მომდევნო შეხვედრაში კი "სუონსის" ვხვდებით, რომელთაც პირველ მატჩში დაგვამარცხეს. იმედი მაქვს, ამჯერად მოვიგებთ, ასე რომ, მესამე ადგილს შევინარჩუნებთ.
კარგი კვირა გქონოდეთ. გეხვევით.
ხუანი.
P.S. ამ კვირაში ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა და მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც დაავადებას ებრძვის.
წყარო:
juanmata8.com