"პრესტონ ნორტ ენდის" მთავარი მწვრთნელი, საიმონ გრეისონი მოუთმენლად ელოდება თავისი გუნდის "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების" წინააღმდეგ გამოცდას.
"აქ შესანიშნავი მატჩი გვქონდა, როგორც გუნდის, ისე ქომაგისთვის. საკუთარ ძალებს არა მარტო პრემიერ ლიგის, არამედ მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოვცდით. მწვრთნელი, რომელიც მათ ჰყავთ, ძალიან გამოცდილია და არაერთი ტიტული აქვს მოგებული.
ჩვენი ფეხბურთელები ბევრს მუშაობენ, რათა დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, რომელთა მსგავსის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მეტად აღარ მიეცემათ. ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო სტადიონებზე თამაშობდნენ და დედამიწაზე უდიდეს მატჩებში იღებდნენ მონაწილეობას.
დაუჯერებელი გამოცდილება იქნება. ვერც კი გააცნობიერებთ ამ მატჩის სიადიადეს, სანამ სატელევიზიო სადგურებსა და იმ ხალხთა ოდენობას არ დათვლით, რომლებიც მომდევნო დღეებში ამ მატჩზე ისაუბრებენ." - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
ხოლო "პრესტონის" მეკარე, ტორსტენ სტაკმენი აცხადებს: "ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ეს პირველი უდიდესი თამაშია და მას მოუთმენლად ველოდები."