თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 12:07
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1404,
კომენტარები: 7
ვენგერი: "ვან გაალის კრიტიკის მიზეზი არ არსებობს"
ვენგერი ვან გაალს იცავს.
ვენგერი:
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალის მუშაობა აბსოლუტურად სწორია, რადგან იგი წინა პლანზე აყენებს შედეგს, ხოლო მეორე პლანზე კი თამაშის სილამაზეს.

ასევე, ფრანგმა მენეჯერმა ლუი ვან გაალი სემ ელერდაისისგანაც დაიცვა. შეგახსენებთ, რომ ვან გაალმა საკუთარი ტაქტიკის დასაცავად პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტებს ელერდაისისათვის სტატისტიკა გადასცა.

"ამისათვის არანაირი მიზეზი არ არსებობს."

"დიდი კლუბი ცდილობს გაიმარჯვოს და ეს ყველაფერი ლამაზი თამაშის ხარჯზე გააკეთოს, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანი შედეგია. მე ნამდვილად არ მესმის, რაში მდგომარეობს პრობლემა. "იუნაიტედმა" გრძელი გადაცემებით თამაში მხოლოდ ბოლო ათი წუთის განმავლობაში დაიწყო, თუმცა ეს სავსებით ლოგიკურია. თუ ჩემს გუნდს 5 წუთი დარჩა, ჩვენ ამას თავისუფალ დარტყმებში გამოვიყენებთ. ჩვენს გუნდში წინ სამი "მონსტრი" თამაშობს და მათთან მოკლე პასებით თამაშზე ვერაფერს გეტყვით. ჭკვიანმა გუნდმა იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საკუთარი კოზირი."
-აცხადებს ფრანგი

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 12:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რომელია მონსტრი ველბეკი თუ ელტონ ჯონი ჟირუ ? lol
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2015 12:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენს გუნდში წინ სამი "მონსტრი" თამაშობს და მათთან მოკლე პასებით თამაშზე ვერაფერს გეტყვით


მაგ შენი მონსტრების მონსტრობა სისწრაფეში გამოიხატება, თორემ სხვა რამ გადასარევი არ აქვთ. ერთი რამ კი ნათელია, მოკლე პასებზე კარგ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს არსენალი, ისეთ ვერა, როგორც შარშან, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ეს აქვთ მეთოფეებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: gilmour
18 თებერვალი 2015 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამას ერთი სული აქვს მანჩესტერი მოისპოს და რატო გააკრიტიკებს ძალიანაც აწყობს რაც ხდება:)
0
№4
ავტორი: Lev
18 თებერვალი 2015 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
მთელი სეზონია სანჩესს მივტირი. დი მარიას მილიონჯერ მირჩევნია. ფიზიკურად ძლიერია და მცველები ვერ აჩერებენ თან ძალიან გუნდურია. მარტო შეუძლია გუნდის თრევა აგუეროსავით არი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 16:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთი სანჩესი ბაზარი არაა მარა სხვები? სწრაფი ხალხი ჰყავს მევასება ამათი თამაში, თუ თავისებურად არ გაუბერავენ ხოლმე

ჩვენი კოზირი თუ გრძელი პასები იყო არ ვიცოდი
0
№6
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 18:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თუმცა, იმ შედეგის მიღწევაში,რაც ახლა გვაქვს, დიდი როდი გამართლებასაც უკავია. ამ სეზონში რამდენჯერ გაგვიმართლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2015 12:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვენგერი მაგარიკაცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top