ლუკ შოუმ განაცხადა, რომ მას ძალიან უნდა ინგლისის თასის მოგება, რომელშიაც მონაწილეობას ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობას.
"გადახედეთ "კემბრიჯისა" და "იოვილის" წინააღმდეგ მატჩებს, უნდა აღნიშნოს, რომ ეს თამაშები ძალიან რთული ჩასატარებელი იყო, თუმცა შედეგზე დაკვირვებით არც ერთ თამაშში სირთულეებს არ განვიცდიდით. ეს ყველაფერი ტურნირში დიდ ბრძოლაზე მეტყველებს. ვფიქრობ, "პრესტონთან" მატჩი მსგავსად წარიმართება, თუმცა გვინდა, მატჩი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. ჩვენი სურვილი თასის მომდევნო ეტაპზე გასვლაა."
"ბავშვობიდანვე ინგლისის თასის თამაშები ძალიან მიყვარს. "უემბლის" სტადიონზე ფინალში თამაში დიდი მიღწევაა. ეს ძალიან კონკურენტული ტურნირია და ჩვენი ბევრი მოთამაშე ამ თასის მოგებით ვერ დაიკვეხნის. ჩვენ გამარჯვება ნამდვილად გვინდა."-განაცხადა შოუმ