მადრიდის "ატლეტიკო" კიდევ ერთხელ ეცდება ესპანელი ფლეიმეიქერის შეძენას. როგორც ჩანს ხუანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე მადრიდელების პირველი სამიზნე იქნება, რისთვისაც ისინი £22 მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ დამაჯერებელი პირობებით - იტყობინება "the Sun".
"ჩელსის" ყოფილი ვარსკვლავის "ოლდ ტრაფორდზე" გადმობირება "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა შეძლო, რისთვისაც კლუბს სარეკორდო თანხა £37 მილიონი დასჭირდა.
მატამ "იუნაიტედის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 11 გატანილი ბურთი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
ესპანური წყაროების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" შეთავაზებას არ დათანხმდება "ატლეტიკო მადრიდის" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მზად არის ტრანსფერში ბრაზილიელი ვარსკვლავი მირანდა ჩართოს.
მოგეხსენებათ მირანდა ვან გაალის დიდი ხნის სამიზნეა, რომლის დახმარებითაც დაცვის გაძლიერებას გეგმავს.